ხალხური მედიცინის, „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ვიდეო: „გააკეთეთ ეს, რომ სამუდამოდ მოიშოროთ ქუსლის ტკივილი“ – როგორ ვუმკურნალოთ ქუსლების ტკივილს, არუნ ხათრი მიზეზებსა და მკურნალობაზე
არუნ ხათრი ქუსლის ტკივილის მიზეზებსა და მკურნალობის შესახებ აწვდის ინფორმაციას თავის გამომწერებს.
ხალხური მედიცინის სპეციალისტი საზოგადოებას, თმის სწრაფად ზრდის, თმის ცვენის შეჩერების და სკალპთან დაკავშირებული დაავადებების სახლის პირობებში მკურნალობის რეკომენდაციებს უზიარებს:
„თქვენ ამაში წითელი ხახვის ნაყენი დაგეხმარებათ. ის სწრაფად ზრდის თმას და ასევე მკურნალობს ბუდობრივ ცვენას.
მასში არის გოგირდი, რომელიც ზრდის კერატინს და ეხმარება ამ პრობლემების დაძლევას.
ხახვის ნაყენი უზრუნველყოფს სასწაულ ეფექტს ჩვენი თმისთვის, სკალპისთვის, ფსორიაზისთვის, ქერტლისთვის.
ხახვის ნაყენში შემავალი ინგრედიენტები, სწრაფად ზრდის თმას და მოქმედებს სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
როგორ გავამზადოთ წითელი ხახვის ნაყენი:
დაჭერი წითელი ხახვი და დააბლენდერე. ეს მასა მარლაში გადაწურეთ, ნაყენი გამოიყენეთ სველ თმაზე, დაიმასაჟეთ და დაიტოვეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ უსულფატო შამპუნით – აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3 დღე.
იმკურნალეთ 4 კვირა და და ნახავთ, რომ თქვენი თმა იზრდება და სკალპი ჯანსაღი ხდება. სწრაფი შედეგისთვის გამოიყენეთ 4-5 წვეთი როზმარინის ზეთი, შეურიეთ წითელი ხახვის ნაყენში.
ის ზრდის სისხლის მოძრაობას სკალპზე“, – ამბობს ხალხური მედიცინის სპეციალისტი.
„2-3 კვირაში შედეგი სახეზე იქნება, ეს პროცედურა კი მხოლოდ 10 ლარი დაგიჯდებათ, ეს არის ფრჩხილის სოკოს იაფი, სწრაფი და ეფექტური სამკურნალო საშუალება…“ – არუნ ხათრი ფრჩხილის სოკოს მკურნალობის რეცეპტს გვიზიარებს
სპეციალისტი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში უამრავი მალამო, რომელსაც ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ იყენებენ, ამ პრობლემას არ შველის.
თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის სწრაფად გასაზრდელად ნებისმიერ ასაკში გამოიყენეთ ეს მარტივი რეცეპტი👇👇👇
Posted by Arun khatri on პარასკევი, 18 ივლისი, 2025