BMW-ს საშობაო რეკლამა Neue Klasse-ს მანქანებს ეძღვნება. თავად ვიდეოში ისინი არ არიან, თუმცა მაყურებელს შეუძლია ნახოს ახალი X3, ასევე BMW 1500, 60-იანი წლების მოდელი. თავის დროს მან საფუძველი ჩაუყარა საშუალო კლასის სპორტულ სედანებს და მომავლის Neue Klasse-ც სწორედ ასეთივე ცნობადი უნდა გახდეს.
რეკლამის მთავარი გმირი ბიჭუნა სახელად ტიმია, რომელიც მშობლებთან ერთად მიდის რათა ბებოსთვის საშობაო საჩუქარი შეარჩიოს. ტრადიციული საჩუქრები ტიმს არ მოსწონს და ბებოსთვის ყიდულობს ავტომობილის საბავშვო სავარძელს, რათა მასთან ერთად კიდევ უფრო მეტი დროის გატარება შეძლოს.