ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „ვეძებ“ დააფუძნა რვაწლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა.
მისი მამა ზუგდიდში მცხოვრები, ქორეოგრაფი, გურგენ ხორავა აღმოჩნდა.
ამჯერად თამუნა გვიზიარებს კადრებს, სადაც მისი და რუსო ხორავა იხსენებს დღეს, როდესაც გაიგო, რომ თამუნა მისი დედმამიშვილი იყო.
„შუაღამეა და შემოდის ჩემი შვილი. მეუბნება, თამუნა მუსერიძემ მამა იპოვაო. მერე მეთქი. იცი ვინ არისო? ვინ მეთქი. მამაშენიო. თავიდან ვერ დავიჯერე და მეგონა ეშლებოდა რაღაც. ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვედი. შოკში ვიყავი. მთელი ღამე ვერ დავიძინე. ყველანი მოდიოდნენ, ახლობლები, ნათესავები და მეკითხებოდნენ, რას გრძნობო. ვერაფერს ვგრძნობ მეთქი, ვამბობდი. მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ და მყოლოდა“, – ჰყვება რუსო ხორავა.
ვიდეო: თამუნა მუსერიძის ისტორიის გადასაღებად „ვორნერ ბრაზერსის“ გადამღები ჯგუფი ჩამოფრინდა: „აი, ჩემი ბიძაშვილი, რომელიც შერვაშიძეა, როგორი სანათესაო შევიძინე…“
ვიდეო: „ვლოცულობდი, რომ შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო..“ „ერთი წუთით მაინც რომ მეგრძნო მის თვალებში სინანული, ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ საათს უყურებდა…“- თამუნა მუსერიძე
ვიდეო: „მეჩხუბა ძალიან და მითხრა, რომ მე შენი გამოჩენიდან დღემდე ვლოცულობდი შენ ჩემი შვილი არ ყოფილიყავიო… ჩემთვის სამარცხვინოა რომ შენ ჩემი შვილი ხარო…“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან მტკივნეულ საუბარს იხსენებს
„იმდენად დავიღალე სხვადასხვა, გამოგონილი ისტორიების მოსმენით, გადავწყვიტე, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა და თავად მომეყოლა ის, რაც მოხდა“ – თამუნა მუსერიძე