LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ჯეი-ზიმ და ალიშა ქისმა Empire State of Mind შეასრულეს და მორიგი კოლაბორაცია დააანონსეს

167
Untitled

Tony Awards-ზე შეკრებილ პუბლიკას, ჯეი-ზიმ და ალიშა ქისმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყვეს. რეპერმა და მომღერალმა აუდიტორიის წინაშე 5 წლის შემდეგ, 2000-იანების ჰიტი – Empire State of Mind შეასრულეს. ბოლოს მათ სიმღერა 2016 წელს, Times Square-ზე, ქისის სპეციალური კონცერტისას იმღერეს.

შოუს შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 15 წლის შემდეგ, ვარსკვლავურმა დუომ კიდევ ერთხელ ითანამშრომლა. სულ მალე დღის სინათლეს მათი მორიგი კოლაბორაცია იხილავს.

შეგახსენებთ, რომ Empire State of Mind ჯეი-ზის 2009 წლის მე-11 სტუდიურ ალბომში – The Blueprint 3 შედის. სიმღერა ნიუ-იორკის არაოფიციალურ ჰიმნად აღიარეს. დუეტმა ,,გრემიზე” ,,საუკეთესო რეპ სიმღერისა” და ,,საუკეთესო რეპ/Sung კოლაბორაციის” ნომინაციებში მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები