ჯენიფერ ლოპესი 24 ივლისს 56 წლის გახდა. მომღერალმა და მსახიობმა, რომელიც მსოფლიო ტურნეზე იმყოფება, განქორწინების შემდეგ პირველი დაბადების დღე თურქეთში, თავის გუნდთან ერთად აღნიშნა.
ლოპესი ზეიმზე მჭიდრო ვერცხლისფერ კაბაში გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისი დაბადების დღისთვის შეიქმნა და ახალი ტრეკის Birthday-ს ფონზე წარსდგა სტუმრების წინაშე. მომღერალი დაბადების დღის ტორტის გარშემო ცეკვავდა, გარშემორტყმული მოცეკვავეებით, მუსიკოსებითა და სხვა თანამშრომლებით.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მსოფლიოში ყველაზე შრომისმოყვარე უფროსისთვის. ის 27 წლის გოგოსავით გამოიყურება. გილოცავ დაბადების დღეს, ჯენიფერ“ – მიულოცა მომღერალს მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ჯენიფერ ლოპესმა თავისი ბოლო, 55-ე დაბადების დღეც ბენ აფლეკის გარეშე აღნიშნა, თუმცა იმ დროს ისინი ჯერ კიდევ დაქორწინებულები იყვნენ. აგვისტოში მომღერალმა განქორწინება მოითხოვა.
იქამდე კი ჯენიფერ ლოპესმა ანტალიაში გულშემატკივრები მოხიბლა თავისი სანახაობრივი სცენური წარმოდგენით, რომელსაც 50-კაციანი საცეკვაო ჯგუფი ახლდა თან, მისი Up All Night Live In 2025 მსოფლიო ტურნეს ფარგლებში. ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ტურისტულ რეგიონში მდებარე კურორტზე გამოვიდა.
ჯენიფერ ლოპესმა დაბადების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო სიმღერა წარადგინა
ჯენიფერ ლოპესი ესპანეთიდან ცეცხლოვან ფოტოებს ავრცელებს – არტისტის საზაფხულო ტურნე იწყება
„იტალია, მიყვარხარ“ – ჯეი ლოს იტალიური ვოიაჟი დაიწყო – არტისტი ფოტოებს ავრცელებს




