LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლოლა წერეთელი: „პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ, მთლიანად ვიცვლი სახეს, ახალი ლოლიკო დაიბადება…“

395
2fd29efa-df96-4967-80d0-8c2ff11b1a7e (1)

ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებს“ (15 სექტემბრის ნომერი) უმხელს, რომ დიდი გარეგნული ტრანსფორმაციისთვის ემზადება:

„ოქტომბერში საზღვარგარეთ პლასტიკურ ოპერაციას ვიკეთებ. მთლიანად ვიცვლი სახეს და ნახავთ, ახალი ლოლიკო დაიბადება. ახლა თუ 60 წლის ვარ, მერე 40-ის გავხდები (იცინის)“.

მომღერალს ახლახან 60 წელი შეუსრულდა:

„ახლა წლები რომ მემატება, კი მენანება ჩემი თავი, 60 და 20 ერთი და იგივე ხომ არ არის? ვნერვიულობ კიდეც ამაზე, ეს ხომ ბუნებრივია, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემები არ მაქვს. რაც მთავარია, ისევ ის ხმა მაქვს, წლებს არაფერი შეუცვლია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g