LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მადლობა ერთგულებისთვის და საინტერესო წლებისთვის, მიყვარხართ“ – სალომე ღვინიაშვილი „პრაიმშოუს“ თანაწამყვანი აღარ იქნება

1078
2024-09-11_23-37-36_479974

სალომე ღვინიაშვილი „პრაიმშოუს“ მე-16 სეზონში გადაცემის თანაწამყვანი აღარ იქნება.

მოდელმა ერთგულ მაყურებელს და კოლეგებს ემოციური სიტყვით მიმართა:

„ნოე, მინდა დავიწყო შენით და გითხრა დიდი მადლობა, რომ მომეცი საშუალება ვყოფილიყავი „პრაიმშოუს“ ნაწილი. ეს წლები, ცხოვრებისეული მოგონება, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მუდამ დამრჩება. ძალიან ბევრი და საინტერესო დღე შემიძლია, რომ გავიხსენო „პრაიმშოუსთან“ ერთად. ამ გამოცდილებისთვის მინდა დიდი მადლობა გითხრა ნოე, შენ.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაწამყვანებს, თქვენი სახით მყავს მეგობრები. ძალიან მენატრებით, ძალიან მიყვარხართ. მადლობა ერთგულებისთვის და საინტერესო წლებისთვის. დიდი მადლობა „პრაიმშოუს“ მთელ გუნდს, მიყვარხართ ყველა. ასევე დიდი მადლობა არხს და ერთგულ მაყურებელს. ყველანი ძალიან მიყვარხართ, გკოცნით, თქვენი სალო“, – საუბრობს სალომე ღვინიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g