ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, რომელსაც ახლახან 88 წელი შეუსრულდა, „აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ რუბრიკაში – „მიამბე აფხაზეთზე“, აფხაზეთთან დაკავშირებულ საკუთარ მოგონებებზე ისაუბრა.
ვიდეო: ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა – კადრები ლეგენდარული მომღერლის იუბილედან
ნანი ბრეგვაძემ მნიშვნელოვანი და ემოციური ფაქტები გაიხსენა და ასევე მოჰყვა, თუ როგორ იქცა მის სავიზიტო ბარათად ყვავილი მაგნოლია:
„მე, ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ზღვაზე მხოლოდ აფხაზეთში დავდიოდით, ეს ჩვენი დიდი დღესასწაული იყო. ყველა კუთხეს თავისი სილამაზე აქვს. აფხაზეთის კლიმატი გამორჩეულია, ასეთი ბუნებრივი სილამაზე სხვა არსებობს კიდევ?
ძალიან ბევრი მოსაგონებელი მაქვს. მაგრამ მაგნოლიას ისტორია სხვაა – ეს ყვავილი პირველად რომ დავინახე, ვერ მივხვდი, მეგონა, რომ ხეზე რაღაც ნახატი იყო.
როცა მკითხეს, რომელ ყვავილს აირჩევ სარეკლამოდ და რომელს დავარქვათ თქვენი სახელი – ყველა ყვავილს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ მაგნოლია სხვა რაღაცას მეუბნება, სუნი აქვს, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება გამოყოლილი მქონდა, ამ სურნელს სადღაც მივყავდი.
ბედნიერი ვარ, რომ მოვიდა დრო, როცა ამ ყვავილს შევეხე, ის ყოველ წუთს მახსენებს ჩემს ყოფას და სიყვარულს აფხაზეთის მიმართ.
მინდა, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ, მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე ისე, რომ ვიყო აფხაზეთის გათავისუფლების მონაწილე“, – აღნიშნავს ნანი ბრეგვაძე.
🔷თეთრი მაგნოლია – ნანი ბრეგვაძის მოგონებები აფხაზეთზე 🔷ჯერ კიდევ წლების წინ, ამ ყვავილმა აფხაზეთში მიიპყრო მისი ყურადღება, წლების შემდეგ კი მაგნოლია ლეგენდარული ქართველი მომღერლის შემოქმედებისა და ცხოვრების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. 🔷სოხუმური მაგნოლია გახდა ინსპირაცია შექმნილიყო მისთვის სამკაული ,,ნანის მაგნოლია’’ 🔷ქართული სცენის დედოფალს სულ ახლახან 88 წელი შეუსრულდა. 🎤აფხაზეთის საინფორმაციო -ანალიტიკურ ცენტრს გვქონდა შესაძლებლობა ეს თარიღი მისთვის მიგველოცა და ის მოგონენები გაგვეცოცხლებინა, რომელიც მომღერლისთვის საუკეთესო და ძვირფასია. 📍ნახეთ ვრცლად "მიამბე აფხაზეთზე"👇 Нани Брегвадзе-ნანი ბრეგვაძე- Nani Bregvadze #აფხაზეთისსაინფორმაციოცენტრი #abkhaziainfo
Posted by აფხაზეთის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2024