ბოლო პერიოდში, ანჯელინა ჯოლის საკმაოდ დატვირთული პერიოდი აქვს, ის ახლა რომში იმყოფება, სადაც „მარველის“ „მარადიულების“ მორიგი პრემიერა შედგა. სამსახიობო გუნდი არაერთ ინტერვიუს იძლევა და მაქსიმალურად ცდილობს, ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.
ფოტო: ანჯელინა ჯოლი სექსუალური იმიჯით წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა
თუმცა, ამჯერად შეკითხვა ანჯელინას პირად ცხოვრებას ეხებოდა. უხერხული კითხვა მაშინ გაჟღერდა, როდესაც ანჯელინა თავის პარტნიორთან, სელმა ჰაიკთან ერთად ფილმზე საუბრობდა. უეცრად მას ჰკითხეს, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ჰიპ-ჰოპ არტისტ, The Weeknd-თან რომანზე, თუმცა მოხერხებული ანჯელინა არ დაიბნა, მან ჩვეული მომღიმარი სახით ჟურნალისტს მიუგო:
„დიახ, ჩემი ბავშვები ახალი ფილმით აღფრთოვანებულნი არიან, ამას მეკითხებით ხომ?“, – მოუგო ანჯელინამ და სელმას გადახედა, რომელმაც პარტნიორისა და მეგობრის პასუხი გაიმეორა, – „ანჯელინას შვილები მარადიულებით მონუსხულნი არიან“
ცნობისთვის, ჯოლი და The Weeknd ერთად სადილობის დროს გადაიღეს, ცოტა ხნის წინ კი ენჯი უკვე თავის ყოფილ ქმართან, ჯონი ლი მილერთან პაემანზე დააფიქსირეს. ასე რომ, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონის პირადი ცხოვრება კვლავ ბურუისითაა მოცული.
ორ მამაკაცს ერთდროულად ხვდება? – ანჯელინა ჯოლიმ The Weeknd „უიქენდებზე“ შემოიტოვა