LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნუ აცხოვრებთ თქვენს შვილებს ტყუილში… საქართველოში ამ თემას ტაბუ ადევს… მაქსი ნაშვილებია, როგორც მე“ – ცისნამი საყვარლიშვილი ქართველ მშობლებს მიმართავს

612
ცისნამი საყვარლიშვილი

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი თავის გამომწერებს მიმართავს თხოვნით, არ დაუმალონ შვილებს სიმართლე, თუ ისინი ნაშვილები ჰყავთ.

საყვარლიშვილი საზოგადოებას ამერიკელ მაქსს აცნობს და ჰყვება, რომ ამერიკაში მშობლები ბავშვებს სიმართლეს არ უმალავენ და მათ პატარა ასაკიდან იციან სიმართლე.

მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ბავშვები, მთელ რიგ შემთხვევებში, სხვისგან – წამოძახებით იგებენ, რომ იშვილეს.

„მაქსი ნაშვილებია, როგორც მე. საქართველოსგან განსხვავებით ამერიკაში მშობლები ბავშვებს სიმართლეს არ უმალავენ. მათ პატარა ასაკიდან იციან ამის შესახებ. საქართველოში კი ამ თემას ტაბუ ადევს და სხვისგან წამოძახებით იგებენ ნაშვილები ბავშვები სიმართლეს.

მე ვეთანხმები აზრს, რომ მათ საკუთარი აღმზრდელი მშობლებისგან გაიგონ, რადგან ეს ნაკლებად სტრესული იქნება მათთვის. ნუ აცხოვრებთ თქვენს შვილებს ტყუილში. უთხარით სიმართლე. წარმატებები ყველას“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.


 
 
 

 
 
 
 
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g