პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.
აღნიშნული პირები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტულ სიტყვას სკანდირება დაიწყეს.
„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან
მანამდე კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად აქციის მონაწილეებთან მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან, მისი შეფასებით, ის უცენზურო შინაარსისაა.
„იმ შინაარსის სიტყვები, რასაც აქციის მონაწილეები სკანდირებენ, არის შეურაცხმყოფელი. მოგმართავთ აქციის მონაწილეებს, დაიცავით კანონი.
ვიდეო: „ვინ არის ნანუკა ქაჯაია? აქციის მონაწილეს ვუთხარი, მისთვის არ შემიგინებია“ – „ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი
„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პარლამენტში მისულ დეპუტატს ჟურნალისტი შეკითხვას უსვამს, დეპუტატმა კი მას გინებით უპასუხა.
არ დავუშვებთ, რომ საზოგადოების შეკრების ადგილზე მსგავსი უცენზურო სიტყვები იყოს. გაფრთხილებთ ყველას!“ – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
მას შემდეგ რაც, აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს კითხვით მიმართეს, თუ რომელი სიტყვა იყო შეურაცხმყოფელი, სერგი ბზიშვილმა უპასუხა:
„მე იმ სიტყვას შეგნებულად არ გავიმეორებ. გაგაფრთხილეთ, რომ უცენზურო შინაარსის სიტყვები და რეპლიკები არ გამოხატოთ.
მშვიდობიანად და ყოველგვარი კანონის დარღვევის გარეშე ჩაატარეთ აქცია… მაგ სიტყვებს არ გავიმეორებ“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.
„ყაველაშვილი რომ გვაგინებს არაა ცენზურა?“ „უკაცრავად, მარტო პრემიერს ჰქვია ირაკლი?“. – მიმართეს აქციის მონაწილეებმა სერგი ბზიშვილს.
დამატებითი დეტალების დაზუსტებას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „შეაწუხე ირაკლი“. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.
წყარო/ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
