ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც კუჭის დამცავ მედიკამენტებს ეხება.
„ადამიანები ხშირ შემთხვევაში კუჭის დამცავებს სვამენ. საშუალება, რომელიც კუჭში მჟავიანობას აქვეითებს. ამ მედიკამენტებს სხვადახვა სახელებით ვიცნობთ. ეს საშუალებები იწვევს კუნთების სპაზმს.
თუ ადამიანი მათ იღებს თვეების განმავლობაში მაშინ ქვეითდება ორვალენტიანი მეტალების შეწოვა, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი. ამ დროს ვითარდება ქვემო კიდურების სპაზმი. თუ ეს სიმპტომები გაქვს, ესეიგი ამ მეტალების ნაკლებობაა და მათი მარაგი უნდა შეივსო“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
