LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რატომ არ მოგყავს ცოლი? ბავშვს როდის ელოდებით?“ – აი, ეს კითხვები არის საშინელი წნეხი, რომელიც ძალიან უტაქტოა“: ფსიქოლოგი, თეა გოგოტიშვილი

192
თეა გოგოტიშვილი

გადაცემას, „ახალი დღე“ ფსიქოლოგი, თეა გოგოტიშვილი სტუმრობდა.

სპეციალისტმა უხერხულ სიტუაციებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ისეთი კითხვები, როგორიც არის „რატომ არ ქორწინდები, რატომ არ აჩენ შვილს“ – ხშირ შემთხვევაში არის ძალიან დიდი წნეხი ადრესატისთვის:

„სვამენ კითხვას – „რატომ არ ქორწინდები, რატომ არ აჩენ შვილს“ და ისეთ უხერხულ სიტუაციას ქმნიან, ძალიან ხშირად ამ ადამიანებს მართლა თავად აწუხებთ, რომ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებენ ან შესაბამისი წყვილი არ შეხვდებათ და უამრავი მიზეზის გამო ვერ ხერხდება გვარის გაგრძელებაზე ზრუნვა…

აი ეს კითხვები არის საშინელი წნეხი, რომელიც ძალიან უტაქტოა და ამ ადამიანებს არ აქვთ იმის განცდა, რომ უხერხულია ამ კითხვების დასმა.

ჩვენ ძალიან დიდი კულტურის საზოგადოება ვართ, მაგრამ დღეს ჩვენ კულტურაში, ხშირად მოვიკოჭლებთ“ – ამბობს თეა გოგოტიშვილი.

როგორ არ დავკარგოთ თავი ურთიერთობაში?

,,რატომ არ მოგყავს ცოლი? ბავშვს როდის ელოდებით? – აი, ეს კითხვები არის საშინელი წნეხი, რომელიც ძალიან უტაქტოა" – ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

Posted by ახალი დღე • 1tv.ge on ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g