LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორი მამაა ზურა ხაჩიძე: „სასწაულად მღეროდა, საოპერო პედაგოგმა ხელი მოჰკიდა, მაგრამ ანასტასიამ სხვა გზა აირჩია…“

527
ზურა ხაჩიძე

„დღის პოსტის“ ეთერში ზურა ხაჩიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობაა მასა და მის ქალიშვილს, ანასტასიას შორის.

„თავიდან, ქალბატონები უფრო მეტად შეიგრძნობენ ახალი სიცოცხლის დაბადებას. მამაკაცები უფრო გვიან ვხვდებით, ვინ მოევლინა ქვეყანას და გვიან გვეწყება ჩართულობა, გოგონები განსაკუთრებით არიან მამებისკენ, არ ვიცი, რა არის ბიჭის სიყვარული, ძალიანაც მინდოდა და წმინდა ნიკოლოზს შევთხოვდი, რომ ხათუნა დაფეხმძიმებულიყო… ხათუნა დამირეკა და მითხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. თუ დაიბადება, აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევ-მეთქი. დაიბადა ანასტასია.მადლობა უფალს. დედის სითბო მაკლდა, ბებიამ გამზარდა, მამა და დედა გაშორდნენ, როცა რვა თვის ვიყავი. მეტ სიყვარულს, ალბათ, უფრო გოგონასგან მივიღებდი, ყველაფერი კანონზომიერია ბუნებაში. არა იმიტომ, რომ ჩემია, არაჩვეულებრივი ბავშვია. მე-19 წელიწადშია, მადლობა წმინდა ნიკოლოზს, უფალს, ხათუნას… ხათუნას ყოველთვის ვეხმარებოდი აღზრდაში, თუმცა მუდმივად ვერ ვაკეთებდი. ხათუნას დიდი ხნის შემდეგ დიდი ბედნიერება ეწვია. ნინის დაბადების დროს ისეთი პატარა ვიყავი, რომ დაქალებივით გავიზარდეთო, ხათუნა და ნინი, ასევე ჩემი სიდედრიც, იმდენად დაფეთებულები იყვნენ, ვინ მიმაკარებდა, იყო შემთხვევები, როცა მონაწილეობას ვიღებდი პამპერსის გამოცვლაში და ასე შემდეგ. უკვე მერე არის მნიშვნელოვანი ბავშვის აღზრდა, განათლების მიცემა, ხელშეწყობა. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ შვილის ცხოვრებაში რადიკალურად ჩარევის. შეიძლება, კეთილი რჩევაც მისცე, მკაცრიც იყო, მაგრამ ეს სიმკაცრეც ნორმაში უნდა ჯდებოდეს. სანამ საშუალება იყო, ეკლესიაში ზიარებაზე ყოველ კვირა დამყავდა, აღსარებას აბარებდა ჩემს მოძღვართან. როგორც კი მივიდა იმ ასაკში, რომ თავად უნდა გადაეწყვიტა, წავიდოდა ეკლესიაში, ძალით ჩარევებს თავი დავანებე, მადლობა ღმერთს, დადის, ლოცულობს ისე, როგორც თავად მიაჩნია. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული. განათლების გზაც თავად ამოირჩია. დღეს ანასტასია ინგლისშია, დამოუკიდებლად მოემზადა და ჩააბარა… გადაცემებში სულ ძალით დაგვყავდა. ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა… ძალიან აღიზიანებდა, როცა ქუჩაში ცნობდნენ. არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, სასწაულად მღეროდა, ერთ-ერთმა საოპერო პედაგოგმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, უნდა მოვამზადოო, არ გაგაფუჭებინებთ ესტრადაზეო, მაგრამ კლასიკურ განათლებას სჭირდება ბევრი შრომა, წვალება, ნებისყოფა, მივედით იქამდე, რომ მან სხვა გზა აირჩია…“

ზურამ ასევე უპასუხა, როგორი დამოკიდებულება აქვს გოგონას თაყვანისმცემლების მიმართ: „ამასთან ქართული მიდგომა მაქვს. რომ გავიფიქრებ, ერთ დღეს ანასტასია შეიძლება ჩემი სახლიდან წავიდეს და საკუთარი პირადი ცხოვრება შექმნას, ამაზე არ ვფიქრობ. სხვათა შორის, მიყვებოდა მოწონებაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g