LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საბავშვო ევროვიზიის ქართველ კონკურსანტებს ნიცის აეროპორტში ანსამბლი „მანდილები“ ცეკვით დახვდა

2561
Untitled design

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რამდენიმე საათში ევროპის მთავარი საბავშვო მუსიკალური მოვლენა – საბავშვო ევროვიზია 2023 აიღებს სტარტს.

ღონისძიების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება. ნიცაში უკვე გაემგზავრნენ ევროვიზიის ქართველი კონკურსანტები – ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილიც.

საქართველოს გზავნილი ევროვიზიაზე – სოციალურ ქსელში სიმღერის კლიპი გამოქვეყნდა 

ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს ნიცის აეროპორტში სიურპრიზი მოუწყვეს – მათ ანსამბლი „მანდილები“ ცეკვით დახვდა.

დახვედრის ამსახველ კადრებს „ევროვიზია საქართველო“ ავრცელებს.

„დიდი წარმატებები საყვარელ და ნიჭიერ ბავშვებს! გაიხარეთ, გაძლიერდით!“, „ულევი წარმატებები საქართველოს მარგალიტებო“, „რა კარგია, რომ ასეთი დახვედრის შესაძლებლობა მისცეს“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.

„ამხელა მასშტაბზე რომ გავდივართ, ძალიან დიდი შინაგანი სიძლიერე უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა“ – როგორ ემზადება ნიკოლოზ ხარატი ევროვიზიის სცენაზე გასასვლელად 

 

 

ვიდეო: „ამიტომ მიყვარხართ ასეთი გვერდში დგომა რომ იცით! ნიჭიერად და ერთგულად“ – „რანინელების“ მხარდაჭერა „ევროვიზიის“ კონკურსანტებს