უსაყვარლესი მომღერლები ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი, რომლებიც საკუთარი შესრულებით გულგრილს არავის ტოვებენ, არც მეგობრის, „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილის და მისი რჩეულის დათო თოფურიას ქორწილში მისული სტუმრების გაოცება გასჭირვებიათ.
ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა, ქართველი მომღერლის თემურ წიკლაურის სიმღერა „საქართველოს მანანებო“ ბრწყინვალედ შეასრულეს და გულმხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოს, რომელსაც Tatulika Paikidze გვიზიარებს, ათასობით ნახვა და ბევრი მოწონება აქვს.
„საყვარლები ❤️❤️❤️“, „საოცარი შესრულება და საოცარი ბიჭები“, „უხ საოცარი ბიჭები ????“, – წერენ სოციალურ ქსელში.
მიყვარხართ❤️❤️❤️❤️
Posted by Tatulika Paikidze on Saturday, 9 September 2023