წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრშია. სპორტული წარმატების გარდა, მიზეზი, პირადი ცხოვრებაცაა.
16 ოქტომბერს, ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა რჩეულმა, ნიცა თავაძემ ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი მოკრძალებული ქორწილი გადაიხადეს რესტორან ფუნიკულიორში.
ფოტო, ვიდეო: „ულამაზესი, ქართული ოჯახი“ – კადრები ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერიდან
როგორც მოსალოდნელი იყო, ხვიჩასა და ნიცას ქორწილს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ნაპოლის თავდამსხმელისა და მისი 21 წლის, უმშვენიერეს რჩეულის ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა.
„ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა და დაუვიწყარი სანახაობა 60 სტუმრისთვის“ – რას წერს იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილზე
იტალიურ გამოცემას ყურადღების მიღმა არ დარჩენია წყვილის ტრადიციული სამოსი.
წყვილმა ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში, ახლო ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა. წყეულებაზე ნიცამ და ხვიჩამ ცეკვაც შეასრულეს, იმღერეს და სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს. ახლახან ახალი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ უმღერის ნიცას ხვიჩა ალმოდებული ფიალებით ხელში სიმღერას „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია“.
ვიდეო: ვინ დაიჭირა პატარძლის თაიგული – მორიგი კადრები ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილიდან
ვიდეო: ფეისბუკგვერდი „ცისარტყელა ¤ The Rainbow“
