რამდენიმე დღის წინ მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად გამოჩნდნენ. ეს მოხდა რომში კინოფესტივალის დღეს, როცა ბელუჩის ახალი ფილმის, Diabolik chi sei? პრემიერა შედგა.
ახლახან წითელი ხალიჩიდან წყვილის უსაყვარლესი ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ტიმი მონიკას გვერდიდან არ შორდებოდა, გამუდმებით ხელზე ეამბორებოდა და ბევრს იღიმოდა. 65 წლის რეჟისორი შეყვარებული თინეიჯერივით იქცეოდა.
„სიყვარულისგან აცეტებული“, „თინეიჯერივით იქცევა“, „ყურებამდეა შეყვარებული“, „აი რა ყოფილა სიყვარული ასაკში“, – წერენ კომენტარებში.
ტიმ ბარტონმა მონიკა ბელუჩს, პაემანზე წასაყვანად, სახლთან მიაკითხა – ისე, როგორც ფილმებში