ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფორტეპიანოზე შესანიშანავად უკრავს. ის საკუთარ მუსიკას სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მაია ბუწაშვილი კომპოზიციას „თოვლიანი მთა“ გარდაცვლილი სიძის, IDFI-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვანო იმნაიშვილის ხსოვნას უძღვნის.
„თოვლიანი მთა. ეძღვნება ვანო იმნაიშვილის ხსოვნას.
მუსიკა და შესრულება: მაია ბუწაშვილი
ვიდეო ეკუთვნის ლაშა გულბიანს“, – წერს მაია ბუწაშვილი.
ცნობისათვის, ვანო იმნაიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო ექსპედიციის დროს დაიკარგა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის მაშველებმა 27 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.