LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო – შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ, უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელობისთვის და არ ვიამაყო შენით“ – მელიტა ფურცელაძე ემოციურ კადრებს გვიზიარებს

194
მელიტა ფურცელაძე

2 სექტემბერს, ანსამბლმა „ოდამ“ ბათუმში კონცერტი გამართა. კონცერტზე მომღერალ ლევან კბილაშვილის ვიდეოჩანაწერიც გადიოდა, რითაც მსმენელს გამორჩეული და ემოციური საღამო აჩუქეს. 

„დღეს, ბათუმში, შენ მღეროდი ჩვენთან ერთად, ძმაო 💔 “, – წერია ანსამბლ „ოდას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე. 

ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ანსამბლის მომღერლებს ლევანის დაფასებიდან და პატივისცემისთვის.

„არ ვიცი რა ვქნა: როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება 😭 რა გააკეთე ამისთანა, როგორ იცხოვრე, როგორ მოახერხე ასეთი სიყვარული, ერთგულება და განსაკუთრებული მეგობრობა, რომ გვერდიდან არ კი არა ვერ გიცილებენ, არსად გიშვებენ სულ მათთან ერთად ხარ და ალბათ არც გაგიშვებენ. ამ ყველაფერს ხომ დამსახრება უნდა, რომ მარტო ამ ბიჭების არა, უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურო ისე, რომ ყველგან შენი ხმა ისმოდეს😭 ამდენი კომენტარი იწერებოდეს. 

და ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო – შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ, რომლებსაც ასე რუდუნებით ეპყრობიან და უფრთხილდებიან, რადგან ის შენი „ექსკლუზივია“, სრულიად შენია, მე დღეს დავრწმუნდი, რომ უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელიბისთვის და არ ვიამაყო შენით 💔

მადლობა ბიჭებო ❤️ მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისთვის.

მადლობა ყველაფრისთვის ❤️ წარმატებები და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ჩემი გულის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გათბობისთვის ❤️“, – წერს მელიტა ფურცელაძე. 

იხილეთ ვიდეო

ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა – „აღმოაჩნდა განსაკუთრებული ხატვის ნიჭი, რაც მისი წასვლის შემდეგ გავიგეთ, ყველაფერი ცოცხალ ისტორიად იქცა, ხოლო მუზეუმი – სივრცედ, სადაც მისი სულიერი სამყარო აგრძელებს სიცოცხლეს“

„ისევ 31 წლის ხარ ჩვენთვის, თვალებბრიალა, ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე… გილოცავ ლევანიკო, მადლობა, რომ იყავი და მადლობა, რომ ხარ…“ – დღეს ლევან კბილაშვილის დაბადების დღეა

„სიტყვები შენი სიმღერიდან „ისე მოვკვდები მე აქ ვიქნებიო“ და ასეა დე… აქ ხარ და სულ ასე იქნები“ – მელიტა ფურცელაძის ემოციურო პოსტი ლევან კბილაშვილზე

ვიდეო: „დღემდე ლევანიკო მათთან ერთადაა… მადლობა ბიჭებო! არაფერია იმაზე ძვირფასი და ღირებული, რასაც ადამიანობა და მეგობრობა ჰქვია“ – მელიტა ფურცელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g