14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ახალი რომანტიკული ფილმი, „დაქორწინდი ჩემზე“ გამოვა. 52 წლის ჯეი ლოს პარტნიორობას ოუენ უილსონი და მალუმა უწევენ.
ფოტო: ჯენიფერ ლოპესმა ახალი რომანტიკული კომედია „დაქორწინდი ჩემზე“ წარადგინა
ახლახან ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ფილმიდან პირველი კადრები გაავრცელა. საპატარძლო კაბაში გამოწყობილი, გულგატეხილი ჯენიფერის გმირი ოუენს ვნებიანად კოცნის. ვიდეოში კადრს მიღმა მომენტებიც არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება ფილმის სცენარს, ჯენიფერ ლოპესისა და მალუმას გმირები პოპულარული მუსიკალური წყვილია. ისინი დაქორწინებას აპირებენ, თუმცა პატარძალი იგებს, რომ მას უღალატეს, ის გადაწყვეტს, რომ პირველსავე შემხვედრზე იქორწინოს, ეს ბედნიერი კი მათემატიკის მასწავლებელი აღმოჩნდება.