LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Volkswagen-ის უნიკალური პროტოტიპების საიდუმლო საცავი

47
volkswagen

ამერიკელმა ბლოგერმა ჯეიმი ორმა თავის Youtube-არხზე გამოაქვეყნა ექსკლუზიური ვიდეო, რომელიც Volkswagen Classic-ის დანაყოფის საიდუმლო საცავში გადაიღო. ეს საცავი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და იქ გერმანული კონცერნი ძალიან ბევრ მანქანას ინახავს. კოლექციაშია როგორც სერიული მოდელები, ასევე უიშვიათესი პროტოტიპები, ასევე მანქანები რომლებიც კომპანიას ხალხისთვის არასდროს უჩვენებია.

ფარეხში ბლოგერმა რამდენიმე სარბოლო მოდელიც ნახა, მათ შორის ელექტრონული პროტოტიპის ID.R-ის ორი უიშვიათესი პროტოტიპი. ბრენდის ცნობილ მოდელებს შორის ბლოგერმა რამდენიმე მოდიფიცირებული ვერსიაც იპოვა.

სხვა უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებებს შორის ჯეიმიმ ექსპერიმენტული ერთადგილიანი ელექტროქარი NILS გამოყო, ერთ-ერთი პირველი Beetle რომელიც 1964 წელსაა აგებული, ასევე მოდიფიცირებული Polo, რომელიც ორ ცილინდრიანი დიზელითაა აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები