ბექჰემების ოჯახში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია პიკს აღწევს. ცოტა ხნის წინ, უმცროსმა ბექჰემებმა, კრუზმა და რომეომ უფროსი ძმის მეუღლეს, ნიკოლა პელტცს საჯაროდ დასცინეს. ამას წინ უძღოდა დევიდ ბექჰემის 50 წლის გრანდიოზული იუბილე, რომელსაც ბრუკლინი და ნიკოლა პელტცი არ დაესწრნენ. ინსაიდერებზე დაყრდნობით გამოცემები წერენ, რომ რძალ-დედამთილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქალების ძლიერი ხასიათია, რაც მათ კომპრომისზე წასვლის საშუალებას არ აძლევთ.
როგორც ამბობენ, ვიქტორია უახლოესი გარემოცვის თანდასწრებით აგრესიის გამოვლინებას არ ერიდება და რძალს „გველგესლად” მოიხსენიებს. თავის მხრივ, ნიკოლა პელტცი დედამთილს ასაკის გამო დასცინის.
ცნობილია, რომ ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ბრუკლინისა და ნიკოლას ქორწილიდან დაიწყო და მთელი ეს წლები ოჯახში სიტუაციის განმუხტვას, დევიდ ბექჰემი ცდილობდა.
დიდი განხეთქილების ფონზე, რომეო და კრუზ ბექჰემება რძალი „დატროლეს”

