LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen და Tesla ყველაზე გავლენიანი კომპანიების სიაში აღარ არიან

52
ford

ამერიკულმა ჟურნალმა Time ყველაზე გავლენიანი 100 კომპანიის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. რეიტინგი სახელად – „მომავლის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევი გავლენის მომხდენი კომპანიები“ რიგით მეორეა და მასში ადგილი მხოლოდ 3 ავტომწარმოებლისთვის მოიძებნა.

გავლენიანები წელს ამერიკული Ford, ჩინური BYD და ელექტროქარების მწარმოებელი Rivian გახდნენ. ამასთან, Tesla რომელიც წინა წელს ლამის ლიდერი იყო, სიაში საერთოდ ვერ მოხვდა. რეიტინგი დატოვა ასევე Volkswagen-მა და General Motors-მაც.

Ford და Rivian – სიაში ახლები არიან და BYD-იმ კი პოზიციის შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში შეძლო. თითოეული ავტომწარმოებელი რაღაც მიღწევის გამო დააფასეს, მაგალითად Ford ელექტროფიკაციისთვის შეაქეს და მწვანე მოდელების ხაზის გაფართოების სტიმულიც მისცეს.

Rivian სიაში ელექტროქარების წარმოების დამსახურებით მოხვდა, იმ მოდელების რომლითაც Amazon და პირადად ჯეფ ბეზოსი დაინტერესდა.

რაც შეეხება Tesla-ს, კომპანიამ ელექტრონული პიკაპის Cybertruck ერთი სერიული ეგზემპლარიც კი ვერ გამოუშვა და ექსპერტთა გადაწყვეტილებაზე გავლენას ეს ფაქტი ნამდვილად მოახდენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები