კომპანია Volkswagen-მა გამოაქვეყნა ახალი, უკვე მეცხრე თაობის Volkswagen Golf-ის პირველი თიზერული გამოსახულება. გამოცემა Automotive News-ის ცნობით, სურათი კომპანიის საწარმოო საბჭოს შეხვედრაზე აჩვენეს. Volkswagen-ის ყველაზე პოპულარული მოდელი მომავალში ელექტროძრავაზე გადავა და დიდი ალბათობით ბაზარზე სახელით ID Golf გამოვა.
თიზერის მიხედვით, ახალი Volkswagen Golf უფრო აეროდინამიკურ სილუეტს მიიღებს და კორპუსის წინა და უკანა გადმოწეული ნაწილები შემცირდება. ამასთან, ჰეჩბეკის წინა და უკანა ნაწილი შედარებით უფრო მკვეთრი ფორმების იქნება. ასევე კარგად ჩანს საბარგულის სახურავზე განთავსებული დიდი სპოილერი.
წინასწარი მონაცემებით, ახალი Golf დაფუძნდება ახალ პლატფორმაზე – SSP, 800 ვოლტიანი არქიტექტურით, რომელსაც Volkswagen კომპანია Rivian-თან ერთა ქმნისდ. მოსალოდნელია როგორც ერთძრავიანი, ისე სრულამძრავიანი ვერსიები. ასევე არ გამორიცხავენ ელექტრული Golf-ის სპორტული მოდიფიკაციების გამოჩენას ტრადიციული ინდექსებით GTI და R.
მსგავსი მიდგომა Volkswagen-მა უკვე გამოიყენა მოდელთან Volkswagen Polo – მისი ელექტრული ვერსია ID Polo ტრადიციულ სახელწოდებას შეინარჩუნებს, მაგრამ ელემენტიან ალტერნატივად პოზიციონირდება. ასევე ვარაუდობენ, რომ ID Golf მიიღებს ინტერიერის ახალ კონცეფციას – უფრო მეტი ფიზიკური ღილაკით და დიზაინში რეტრო მოტივებით.
ელექტრომობილის ოფიციალური პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის 2028 წელს გამოვა, სხვა ვარაუდით კი – ათწლეულის ბოლოს. წარმოება იგეგმება გერმანიაში, ხოლო ბენზინის Golf-ის წარმოება შესაძლოა მექსიკაში გადაიტანონ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია გეგმავს ელექტრული და ბენზინის Golf-ების პარალელურ წარმოებასაც.