LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა გამოაჩინა აერომობილი, რომლის ფრენის დისტანციაც 200 კმ-ია

37
Capture

Volkswagen Group-მა მფრინავი აპარატის V.MO-ს პირველი პროტოტიპი გამოუშვა, მოდელი რომელსაც აფრენა-დაფრენა ვერტიკალურად შეუძლია. აერომობილზე ჩინეთში შექმნილი სპეციალური დანაყოფი Urban Air Mobility მუშაობდა. თავიდან პროექტი მდიდარი კლიენტების მაღალი კლასის მოგზაურობაზე იქნება პასუხისმგებელი, მომავალში კი აერომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილად უნდა იქცეს.

V.MO სრულად ელექტრონული მფრინავი აპარატია და მას 4 მგზავრისა და ტვირთის გადატანა შეუძლია. მაქსიმალური წონა, რომლის აწევაც V.MO-ს შეუძლია, არ სახელდება, ფრენის დაახლოებითი დისტანცია 200 კილომეტრია.

პროტოტიპი 11,2 მეტრიანი ფრთებით და სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვეს.

მფრინავი აპარატი საქმეში ჯერ არ გამოუცდიათ, პირველი ტესტ-დრაივი წლის მეორე ნახევრისთვის იგეგმება. შემდეგ არსებული ხარვეზების გამოსწორებას დაიწყებენ და 2023 წლისთვის პირველი სრულყოფილი ფრენაც შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები