წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქ ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.