LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატებული ბიზნესმენი და სასურველი სასიძო გიორგი ჩიკვაიძე: „ქალის ყველაზე ლამაზი სამკაული არის თმა და მაღალ ქუსლებზე სიარული…“

41751
გიორგი

ბიზნესმენი, Azimut Yachts Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე, მეტსახელად რამზესი, სტუმრობდა „დღის პოსტს“, სადაც ის სასურველ სასიძოდ წარმოგვიდგინეს და გაარკვიეს, რომ მისი გული თავისუფალია.

გიორგი ჩიკვაიძე: 

„ჩემი პირადი ცხოვრება ბევრი თავგადასავლითაა მოცული, იოლი არასდროს ყოფილა. ამ ეტაპზე თავისუფალი ვარ. მიამჩნია, რომ გოგო უნდა იყოს ქალური და მიმაჩნია, რომ ეს დღეს დეფიციტურია. პირადად მე ქალში მომწონს ქალურობა. მთლად მივარდნილი და არიქა, წყალი მომაწოდეთ არ უნდა იყოს, მაგრამ ქალს უნდა ჰქონდეს თავისი მეობა. გრძნობები ამ ყველაფერს აბალანსებს. ქალის ყველაზე ლამაზი სამკაული არის თმა და მაღალ ქუსლებზე სიარული. მაინც ვთვლი და ჩემი აზრი ასეთია, რომ ქართველი მაინც პრიორიტეტულია…“

გიორგი ჩიკვაიძე შოუბიზნესურ წრეებში პოპულარული არა მხოლოდ საკუთარი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით, არამედ ბევრ ცნობილ სახესთან მეგობრობით გახდა, მათ შორის არის მომღერალი ნინი ბადურაშვილიც, რომელთანაც რამზესი წლებია, მეგობრობს.

გიორგი ჩიკვაიძე: „ბევრ რამეს ვაკეთებდი ნინის მოსახიბლად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები