ბარსელონაში, BCN-ის ფესტივალზე, მეგ რაიანის ახალი ფილმის, „რა ხდება მოგვიანებით“ ჩვენება გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა 62 წლის მეგი, რომელსაც ამ დღეს ულამაზესი კაბა ამშვენებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მსახიობის ვიზუალი საგრძნობლად შეიცვალა. როგორც ჩანს, მსახიობმა სახეზე გარკვეული პლასტიკური ოპერაციები ჩაიტარა, თუმცა, ახლა მეგი კვლავ ჩვეულ ფორმაშია.
„დაბერების პროცესი არც თუ ისე საშიშია“ – 62 წლის მეგ რაიანი Glamour-ის გარეკანზე
ცნობისთვის, მეგ რაიანი და 63 წლის დევიდ დუხოვნი ახალი მელოდრამისთვის გასულ წელს გაერთიანდნენ. „რა ხდება მოგვიანებით“, ასე ჰქვია ნოსტალგიურ ფილმს, რომელიც 2001 წლის შემდეგ რაიანისთვის პირველი მელოდრამაა. ფილმის პრემიერა 13 ნოემბერს შედგა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
მეგ რაიანი და დევიდ დუხოვნი ახალ რომანტიკულ ფილმში „რა იქნება მერე?“ – პირველი თრეილერი