LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი პრეზიდენტს: „გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!“

194
BeFunky-collage (1)

„გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მისამართით გააკეთა.

„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის” – პრეზიდენტი გია ვოლსკის პასუხობს

„რომ ფიქრობ ახლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ, ჩვენივე არჩეულმა პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის..

გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!

გიორგი ვოლსკი, ჩემი დიდი პატივისცემა შენ“ – აღნიშნავს ნინო წილოსანი.

ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სიკვდილით გახარებული არიან.

შეგახსენებთ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება, “ადამიანის სიკვდილით გახარებული” პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთრომ 6 ნოემბერსსოფელ კირბალთანსაოკუპაციო ხაზის მიმდებარედოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე

თამაზ გინტური მოკლესლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ცხინვალის ე.წ. „უსაფრთხოების სამსახური“ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე: „საზღვრის დამრღვევები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, მესაზღვრეებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწიეს“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვოლსკი: „ეს არის დიდი საჩუქარი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანის სიცოცხლის ფასად „ნაცმოძრაობას“ გაუკეთა

„ჩვენ უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას.. ძალიან გასაკვირია, რომ ვინმეს სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის.. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს“ – სალომე ზურაბიშვილი

„ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები.. მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ხელისუფლება“ – სოფო ჯაფარიძე 

სამხარაძე: „საკითხი ასე დადგება, რომ მკვლელობის ჩამდენი საქართველოს გადმოეცეს, ეს საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები