წონაში კლების სასურველი შედეგი არა მკაცრი დიეტების, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამსახურებაა. ცნობილი ამერიკელი დიეტოლოგები ტარა შმიდტი, ჯესიკა ბოლი და იზაბელ სმიტი — გვთავაზობენ რეალისტურ, ცხოვრებისეული გამოცდილებით და მეცნიერებით დადასტურებულ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ არა მარტო წონის დაკლებაში, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
- კალორიული დეფიციტი;
როგორც business insider-ი წერს, სასურველი კლება კალორიულ დეფიციტზეა დამყარებული:
მიირთვით ცილოვანი საკვები (ქათამი, თევზი, ბოსტნეული), რომელშიც მეტი სარგებელია როგორც წონის კლებისთვის ასევე ჯანმრთელობისთვის.
მოერიდეთ დამატებულ შაქარს და ტკბილ სასმელებს. - დასაშვებია მცირე ზომის “დესერტები”, გადამეტების გარეშე;
ტარა შმიდტი ამბობს, რომ საყვარელი დესერტის მცირე დოზით მირთმევა, მაგალითად პატარა ნაჭერი ნამცხვრის, ხელს უწყობს შიმშილის კონტროლს და ხანგრძლივ მეტაბოლიზმს. მსგავსი მიდგომა მიღებული შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. - ჰიდრატაცია = მეტ ენერგიას და ნაკლებ შიმშილის გრძნობას
იზაბელ სმიტი ხაზს უსვამს, რომ ხშირად შიმშილის გრძნობა გაუწყლოების დამსახურებაა. სითხე არა მხოლოდ ავსებს ორგანიზმს, ზედმეტი კალორიების მიღებასაც უშლის ხელს. - ცილა ყოველთვის– საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე
ცილა კვებავს, აძლევს ენერგიას და იცავს კუნთოვან მასას. ყოველდღე ყველა კვების დროს ცილის მიღება სასურველი შედეგის მიღებაში ძალიან დაგეხმარებათ. - რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი
ხილ-ბოსტნეული კალორიების დაზოგვაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სასარგებლო პროდუქტი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ზრდის ენერგიულობას. - მიეცით ტვინს დრო გააზრებისთვის
მიირთვით მაქსიმალურად ნელა, მიიღეთ წყალი, სასურველია თან მჯდომარე პოზიციაში იყოთ, ხოლო 20 წუთის შემდეგ შეჩერდით – თქვენს ტვინს დრო მიეცით გააზრებისთვის, რაც ზედმეტი საკვების მიღებას აგარიდებთ თავიდან. - 12-საათიანი ღამის შიმშილი – ტრადიციული და ბუნებრივი მეთოდი
ღამით შიმშილი – 12+ საათი — ექსპერტების აზრით მეტაბოლიზმის ხელშეწყობისთვის აუცილებელია, ასევე საჭიროა უჯრედის რეგენერაციისთვის. - მოძრაობა და კუნთების შენარჩუნება
გაიარეთ ყოველდღიურად 10,000 ნაბიჯი და ივარჯიშეთ კვირაში 2-3-ჯერ მაინც. ფიზიკური აქტივობა ფიზიოლოგიურ მეტაბოლიზმს შეუწყობს ხელს. - აუჩქარებლად და მყარად — სწრაფი დიეტები არ ვარგა
ცნობილი დიეტოლოგები ამბობენ, რომ სწრაფი, მკაცრი დიეტები ფსიქიკურ დაღლილობას იწვევენ და მათი დამსახურებით წონა ძალიან მალე ბრუნდება უკან. სასურველი შედეგის ეტაპობრივად მიღწევა ბევრად უფრო შედეგიანია.
დასკვნა:
წონაში კლება არ არის ჯოჯოხეთი — ესაა ბალანსი, სადაც მთავარია:
დაბალ კალორიული, ცილოვანი, ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
სწორი კვების ჩვევები;
მოძრაობა, ჰიდრატაცია და ღამე ძილი ჭამის გარეშე;
და რაც მთავარია — ამ ყველაფრისთვის სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული სახის მიცემა.
ეს რჩევები არამხოლოდ წონის კორექტირებაში დაგეხმარებათ, არამედ აგავსებთ ენერგიით, გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას და ზოგად ჯანმრთელობას.