LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ სერიულ ელექტრომობილებს შორის ახალი 24 საათიანი რეკორდი დაამყარა

106
orig

კომპანია Xiaomi-მ გამოაცხადა, რომ მისმა ელექტრო სედანმა გამძლეობის ტესტირებისას 24 საათში 4264 კილომეტრი გაიარა. ავტომობილი მოძრაობის განმავლობაში მხოლოდ დასამუხტად ჩერდებოდა. კომპანიის თქმით, სერიულ ელექტრომობილებს შორის ეს ახალი რეკორდია.

ამ შედეგით Xiaomi SU7-მა აჯობა კონკურენტ Xpeng P7-ს, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ანალოგიურ პირობებში 3961 კილომეტრი დაფარა. შედეგად, SU7-მ კვლავ დაიბრუნა რეკორდსმენის სტატუსი.

ტესტირების პროცესში სედანი მაქსიმალურ  240 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. Xiaomi EV-ის ხელმძღვანელმა ლეი ძიუნმა ეს გამოცდა „სპრინტერული ტემპით გარბენილ მარათონს“ შეადარა. მისი თქმით, რეკორდის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სწრაფმა დამუხტვის სისტემამ, რომელიც SU7 Ultra-ს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და საშუალებას იძლევა 15 წუთში დაახლოებით 670 კილომეტრისთვის საკმარისი ენერგია ჩაიტვირთოს.

გამოცდებში მონაწილეობდა განახლებული ვერსია SU7, რომელიც უკვე ოფიციალურად არის წარმოდგენილი, თუმცა სერიული ავტომობილების გაყიდვა ჩინეთში აპრილიდან დაიწყება. მოდელმა მიიღო უფრო მძლავრი ელექტროძრავები, გაუმჯობესებული ელექტრონიკა და გაზრდილი სავალი მარაგი. ყველაზე შორსმავალი ვერსია ერთ დამუხტვაზე 902 კილომეტრამდე გარბენს უზრუნველყოფს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტექნიკურად ელექტრომობილებს უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევაც შეუძლიათ. მაგალითად, 2025 წლის აგვისტოში კონცეპტუალურმა Mercedes-AMG GT XX-მა 24 საათში 5479 კილომეტრი გაიარა. თუმცა განსხვავება ის არის, რომ Xiaomi SU7 სერიული მოდელია, რაც მიღწეულ შედეგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

მოსალოდნელია, რომ SU7-ის ბაზარზე გამოჩენა კიდევ უფრო გაამწვავებს კონკურენციას პრემიუმ ელექტრო სედანების სეგმენტში და გააძლიერებს Xiaomi-ის პოზიციებს ავტოინდუსტრიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები