მიმდინარე კვირის ერთ-ერთი ყველზე აქტუალური საკითხი ბრედ პიტისა და მისი შვილის დაძაბული ურთიერთობაა. როგორც ცნობილია, პიტისა და ჯოლის 19 წლის ვაჟმა, პაქსმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მამას აკრიტიკებს და მას მსოფლიო დონის ნაძირალას უწოდებს. აღნიშნულმა ინფორმაციამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შოუბიზნესი მოიცვა.
ბრედ პიტის პასუხი ვაჟს, რომელმაც მას „მსოფლიო დონის ნაძირალა“ უწოდა
აღნიშნული მოვლენების შემდეგ, 59 წლის მსახიობი პაპარაცებმა პირველად გადაიღეს. ის შესანიშნავ ხასიათზე იყო. პარალელურად გავრცელდა ინსაიდერის ახალი ინტერვიუც.
„ბრედზე დევნა დაიწყო. მას პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ…ის დამწუხრებულია, რომ შვილთან ურთიერთობა ასე დაეძაბა. ბრედ პიტის მეგობრები ყველაფერში ანჯელინა ჯოლის ადანაშაულებენ, მათი აზრით, შვილები მამის წინააღმდეგ, სწორედ მან განაწყო“, – აცხადებს წყარო.