როგორც ცნობილია, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ვაჟმა, პაქსმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მამას აკრიტიკებს და მას მსოფლიო დონის ნაძირალას უწოდებს. აღნიშნულმა ინფორმაციამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შოუბიზნესი მოიცვა.
ბრედ პიტთან დაახლოებულმა ადამიანმა გამოცემა The Sun-ს პიტის რეაქცია აცნობა.
„ბრედ პიტი ძალიან განიცდის, რომ ეს სიტუაცია ასე დაუსრულებლად გაგრძელდა, თუმცა ის ღირსეულად დგას და დუმილის უფლებას ინარჩუნებს. ძალიან დასანანია, რომ ბრედი ცუდ ადამიანად და უვარგის მამად შერაცხეს, ყოველივე ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ბრედი თითოეული შვილის მიმართ დიდი პატივისცემით არის განწყობილი“, – აცხადებს ინსაიდერი.