ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც ბექჰემების უფროსმა ვაჟმა ოჯახის მიმართ მკაცრი, ექვსგვერდიანი განცხადება გაავრცელა, რომელიც სავსე იყო ბრალდებებითა და სკანდალური განცხადებებით.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება ამ დღეებში სწორედ მათ გარშემო მიმდინარე ოჯახურ დრამაზეა მიპყრობილი, წყვილი ხუთშაბათს მალიბუს სანაპიროზე უდარდელად სეირნობდა.
26 წლის ბრუკლინი და 31 წლის ნიკოლა სანაპიროზე ძაღლთან ერთად ხელიხელჩაკიდებული, ღიმილით სავსე სახეებით სეირნობდნენ და აშკარად ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
წყვილის პაპარაცულ ფოტოს უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა:
„ოჯახის დამანგრევლები“, „აშკარად ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ“, „ამ გოგომ ბრუკლინს აშკარად ჯადო გაუკეთა“, „ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, როგორ ბედავენ საჯაროდ გამოჩენას!“
ცნობილი ხდება ვიქტორია ბექჰემის რეაქცია უფროსი ვაჟის სკანდალურ ბრალდებებზე
„ის მონსტრია“ – ნიკოლა პელტცის სტილისტი დუმილს არღვევს