LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებენ, მით უფრო ეფექტურია, ეს ასე არ არის…“ – რაც უფრო დიდხანს ვარჯიშობ, მით უფრო კარგია? რას გვირჩევს ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი, ნინო ჩერქეზიშვილი

482
Ceri

რაც უფრო დიდხანს ვარჯიშობ, მით უფრო კარგია? – ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციონისტი, ნინო ჩერქეზიშვილი, იგივე ჩერი აქტუალური კითხვის პასუხად ამბობს, რომ ვარჯიშისთვის ოპტიმალური დრო 1 საათი და 30 წუთია.

„ყველას ჰგონია, რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებენ, მით უფრო ეფექტურია, ეს ასე არ არის.

საათსა და 30 წუთზე მეტი ვარჯიში, კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს უფრო მეტს გამოყოფს ვიდრე სასარგებლო პროცესებს ჩვენს ორგანიზმში.

ამიტომ 1 საათსა და 30 წუთზე მეტს ნუ ივარჯიშებთ. იდეალურია 1 საათი ან 1 საათი და 30 წუთი ვარჯიში.

თუ დრო არ გაქვთ, ნახევარ საათშიც შეგიძლიათ ისეთი სესია ჩაატიოთ, რომელიც შეიძლება იყოს ზე ეფექტური“ – ამბობს ჩერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g