LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან.. პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – რატი ბრეგაძე

214
fot (1)

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

„პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობს” – ნინო ნადირაძე

ამის შესახებ მინისტრი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს და ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და საზოგადოების მოტყუებისგან.

„მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ, უბრალოდ, რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოჰყვა.

ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით ვიხილეთ ექიმის მიერ ყველა წესის დარღვევით მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.

„სააკაშვილი მომატებულია და არა ერთი კილოთი” – ნინო ნადირაძე

საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.

ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან. დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას“, – წერს რატი ბრეგაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

ამავე თემაზე:

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ – ზურაბ ჩხაიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g