დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილის, სკაუტს 33 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნავად დემი იუბილართან და სხვა ქალიშვილებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრა.
საზოგადოების განსაკუთრებული აღფრთოვანება დემის, შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა. 61 წლის დემი აუზსთან, თეთრ ბიკინიში პოზირებს და ბრწყინვალედ გამოიყურება.
„ნუთუ დემი მური ბებიაა?“, „ყველაზე ახალგაზრდული ბებია მსოფლიოში“, „შეუდარებლად გამოიყურება“, – არ წყდება კომენტარები.
ვიდეო: 61 წლის დემი მურის მორიგი გემოვნებიანი განაცხადი და Michael Kors-ის საოცარი „ლუქი“
დემი მურმა ბრიუს უილისს „მამის დღე“ გამორჩეულად მიულოცა