LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე რთული ოჯახის დანგრევა იყო“ – ჯენიფერ გარნერის Marie Claire UK-ის გარეკანზე და საუბრები ბენ აფლეკზე

315
page

ჯენიფერ გარნერმა Marie Claire UK-ის გარეკანი დაამშვენა და გამოცემას ინტერვიუც მისცა. მან ბენ აფლეკთან განქორწინების მძიმე პერიოდი გაიხსენა. 53 წლის მსახიობმა აღნიშნა, რამდენად რთული იყო მისთვის ოჯახის დანგრევა.

„ყველაზე რთული ოჯახის დანგრევა იყო. ნამდვილი პარტნიორობისა და მეგობრობის დაკარგვა იყო ყველაზე მტკივნეული“, – თქვა ვარსკვლავმა.

თუმცა, გარნერი აღიარებს, რომ დრო ყველაფერს კურნავს და ქალებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილიც აქვს:

„ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ დრო ჭრილობების მოშუშებაში აუცილებლად დაეხმარებათ. ჩემთვის არ აქვს აზრი ჭორების მოსმენა საკუთარ თავზე ან სხვებზე, ამიტომ ამას უბრალოდ არ ვაკეთებ.“

ბენ აფლეკი ჯერ ჯენიფერ გარნერთან თეატრში იყო, შემდეგ კი ჯეი ლოსთან ლანჩზე – პაპარაცული ფოტოები

ცნობისთვის, ჰოლივუდის მსახიობები ქორწინებაში 2005 წლიდან 2018 წლამდე იყვნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ. ჯენი და ბენი დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და ერთად ხშირად ჩნდებიან.

„ექსების კლუბი“ – ჯეი ლო, ჯენიფერ გარნერი და გვინეტ პელტროუ დამეგობრდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები