„B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის B12, რომლის მიღების შემდეგ აკნე ვისაც არ აქვს, რომ მიიღოს, აკნე დაემართება“, – ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში, „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.
ზაზა თელია მისი სამედიცინო პრაქტიკიდან იხსენებს ეპიზოდს, როდესაც მისი თქმით, პაციენტს, რომელიც აკნეზე მკურნალობდა, ექიმმა დაუნიშნა საშუალება, რომლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირიქით იწვევს აკნეს.
„D ვიტამინის გადაჭარბება ორგანიზმში იწვევს ჰიპერკალცემიას, სისხლძარღვებში კალციფიკატებისა და თირკმელებში კენჭების გაჩენას, ეს არის დანაშაული“ – ზაზა თელია D ვიტამინის დოზის გადაჭარბებაზე
ამის შესახებ ზაზა თელიამ მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში „სილამაზის აკადემია” ისაუბრა.
სპეციალისტი ამბობს, რომ B12 არის ერთ-ერთი სახიფათო დანამატი:
„პაციენტს, რომელიც აკნეზე მკურნალობდა, ექიმმა დაუნიშნა საშუალება, რომლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირიქით იწვევს აკნეს. ეს პაციენტი მოვიდა ჩემთან. ექიმის მიერ დანიშნულ საშუალებაში შედის B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის B12, რომლის მიღების შემდეგ აკნე ვისაც არ აქვს, რომ მიიღოს, აკნე დაემართება და ვინ შემოიტანა? ფარმაცევტულმა კომპანიამ.
მართალია ამ მხრივ არანაირი რეგულაცია არ არსებობს, მაგრამ ისეთი რამ როგორ შემოგაქვს, რომელიც არ უშველის კი არა, დაავადებას გამოიწვევს. არის ზღვარი, რომელიც არც ექიმმა და არც ფარმაცევტულმა კომპანიამ არ უნდა გადაკვეთოს.
თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი, სისუსტე – ყველაფერზე B12 ანალიზს უნიშნავენ პაციენტებს და დანამატის სახით B12-ს. ეს არის ერთ-ერთი სახიფათო დანამატი. „დაღუპული“ პაციენტები მოსულან ჩემთან B12-ის მიღების შემდეგ, დახურულ თავიანი კანქვეშა კომედონებით, რომლებიც ტოვებს ნაწიბურებს, წამალიც კი არ შველის“, – ამბობს ექიმი.
„საკვები დანამატები და ვიტამინები არ მოწმდება არც ერთ ქვეყანაში და ხშირად ორგანიზმისთვის საზიანოა…“ – რა საფრთხეზე საუბრობს ზაზა თელია?
ამის შესახებ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში, მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია” დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.
