LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეინმა ახალი სიმღერა ჯიჯი ჰადიდს მიუძღვნა (ვიდეო)

6269348-0-image-a-18_1542369420836

11 დეკემბერს, ქსელში ზეინის ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. There You Are, რომელიც ახალგაზრდა შემსრულებელის მეორე სტუდიური ალბომის Icarus Falls მესამე საიმიჯო სინგლია, 25 წლის ვარსკვლავმა შეყვარებულს, ჯიჯი ჰადიდს მიუძღვნა.

საინტერესოა, რომ ტრეკში One Direction-ის ექს-წევრი მისი მოდელისადმი გრძნობების შესახებ მღერის და მას ერთადერთ ადამიანს უწოდებს, ვისაც ენდობა. ინგლისელი მომღერალი ასევე წყვილის ურთიერთობის რთულ პერიოდს აღწერს, რომელიც საბედნიეროდ დასრულდა.

ზეინს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მის სიმღერებს საიდუმლო მნიშვნელობა აქვთ. ამ ფაქტის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ არტისტის თაყვანისმცემლების აზრით, Fingers, რომელიც 18 ოქტომბერს გამოვიდა, ჰარი სტაილზს ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ ზეინის ახალი დისკი გაყიდვაში ხვალ ჩაეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები