LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ნიჟარაძე: „ძალიან ბევრი შევძელი ამ ქალაქში, სრულიად უპატრონოდ… 17 წლის ბავშვი ჩამოვედი, დღეს კარგ გამარჯობას მეუბნებიან ქუჩაში, ადამიანებს ვუყვარვარ და მეც მიყვარს…“

313
page

მსახიობი და ტელეწამყვანი ზურა ნიჟარაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ გამარჯვებად და ყველაზე დიდ მარცხად საკუთარი ცხოვრების განმავლობაში.

ზურა ნიჟარაძე:

– შეიძლება გამარჯვება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ ჩამოსულმა ადამიანმა ძალიან ბევრი შევძელი, სრულიად უპატრონოდ. მეორე კურსზე ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, რთული პერიოდი იყო. ამ ქალაქშიც მხოლოდ ერთი ნათესავი მყავდა. ჩემს ნიჭიერებას ვერ დავაბრალებ, ალბათ, ღვთის წყალობის, კარგი სამეგობროსა და ურთიერთობების დამსახურებაა. თუმცა, არავისთან არასდროს მქონია ურთიერთობა იმის გამო, რომ მაღალი თანამდებობა ჰქონდა ან კარგი მატერიალური მდგომარეობა. ადამიანები ხედავენ, რომ გულწრფელი ხარ, ნამდვილი მეგობარი და ძმაკაცი ხარ და ურთიერთობა კიდევ უფრო ძვირფასი ხდება. გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ საკუთარ თავთან ვარ მართალი. სრულიად უპატრონო, 17 წლის ბავშვი ჩამოვედი, დღეს კარგ გამარჯობას მეუბნებიან ქუჩაში, ადამიანებს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ჩემს პროფესიაშიც რაღაც გავაკეთე, განსაკუთრებული ჯერ ვერაფერი, მაგრამ მცირედი მაინც. მეტი რა უნდა ადამიანს?!

მარცხს რაც შეხება, რა გითხრათ, ასეთს ვერ ვიხსენებ. მე პატარ-პატარა გამარჯვებების გზაზე დავდივარ. კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მივდივარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g