LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელი პედაგოგის რჩევები, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

172

იტალიელმა პედაგოგმა ჩეზარ კატამ, რომელიც ქალაქ ფერმოს ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს, სოციალურ ქსელში 14 პუნქტიანი საშინაო დავალება გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ ესაა საუკეთესო დავალება, რომელიც მასწავლებელმა შესაძლოა, თავის მოსწავლეებს მისცეს. მასწავლებლის ამ პოსტს უკვე მილიონობით ნახვა აქვს და ის ინტერნეტჰიტად იქცა.

  1. ისერინეთ დილაობთ ზღვის სანაპიროზე. ისეირნეთ მარტო და იფიქრეთ, რა განიჭებთ სინამდვილეში ბედნიერებას.
  2. შეეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვები, რომლებიც წლის მანძილზე ისწავლეთ. რაც მეტს იტყვით, მით საინტერესოდ იფიქრებთ და უფრო თავისუფლებიც გახდებით.
  3. იკითხეთ! იკითხეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ.
  4. მოერიდეთ ყველაფერს, რაც ნეგატიურ ან სიცარიელის შეგრძნებას მოგიტანთ. მოერიდეთ ასეთ საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს. იპოვეთ შთაგონება მეგობრებში, რომლებიც გიღებენ ისეთს, როგორებიც ხართ.
  5. თუ მოიწყენთ ან შიში შეგიპყრობთ, არ ინერვიულოთ. აწარმოეთ დღიური, ჩაიწერეთ ყველა მომენტი და ემოცია.
  6. იცეკვეთ და არაფრის მოგერიდოთ. იცეკვეთ ყველგან. სადაც ამის საშუალებაა, საკუთარ ოთახშიც კი. ზაფხული, ესაა ცეკვა, რომელშიც ყველა უნდა ჩაერთოთ.
  7. ერთხელ მაინც შეეგებეთ განთიადს. იდექით და უსიტყვოთ ადევნეთ თვალი, იგრძენით მადლიერება.
  8. აქტიურად დაკავდით სპორტით.
  9. თუ ვინმე ძალიან მოგეწონათ, უთხარით მას ეს დამაჯერებელი სიტყვებით. ნუ შეგეშინდებათ, რომ ვერ გაგიგებენ. თუ არაფერი გამოვა, ესეიგი ბედიც არ ყოფილა.
  10. იყავით ისეთი ბედნიერები, როგორც მზის სხივი და ისეთი თავისუფლები, როგორც ზღვა.
  11. ძალიან გთხოვთ, არ იკამათოთ. იყავით ზრდილობიანები და კეთილები.
  12. უყურეთ კარგ ფილმებს, სადაც ბევრია ემოციური დიალოგები.
  13. ზაფხული ესაა მაგია. ბევრი იფიქრეთ ამაზე და გააკეთეთ ყველაფერი, რომ არასოდეს უთხრათ უარი თქვენს ოცნებებს.
  14. იყავით ყველას მიმართ კეთილები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები