„დღეს ძალიან მძიმე დღეა… საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძე წერს.
მომღერალი ემოციურად ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას და მასთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
ნუცა იხსენებს პატრიარქთან ბოლო შეხვედრას, როდესაც ილია მეორის დაწერილი საგალობელი, „კირიე ელეისონ“ შეასრულა.
„დღეს ძალიან მძიმე დღეა… საქართველომ უდიდესი ადამიანი დაკარგა… ჩვენი უტკბილესი პატრიარქი იყო სითბო, რწმენა და ძალა მთელი ერისთვის. მისი სიტყვები და ლოცვა ბევრისთვის იყო იმედი და გზა. 17 წლიდან, ყველა კონკურსზე, სადაც მივდიოდი, ყოველთვის მაკურთხებდა… ეს ჩემთვის უდიდესი ძალა და სულიერი მხარდაჭერა იყო…
ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს… დაგვრჩება მისი სიყვარული და მადლი სამუდამოდ…
ჩემი ბოლო სტუმრობა ჩვენს პატრიარქთან, სადაც მხვდა ბედნიერება და უდიდესი პატივი, მისთვის შემესრულებინა მისივე დაწერილი საგალობელი „კირიე ელეისონ….“ – წერს ნუცა ბუზალაძე.



