LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წლიდან ევროპა გამონაბოლქვის შემცირების საერთაშორისო პროექტს დაიწყებს

106
1200x675_cmsv2_f12fe955-6065-5bcb-afb6-ecd812f62af3-8749294

სრულიად ევროპული საპილოტე პროექტი NEXTLOGIC, რომელიც ქალაქის მობილობის გადაწყვეტილებებს გამოიკვლევს და გააუმჯობესებს, მომავალ წელს დაიწყება. მისი მიზანია დასახლებებს სატრანსპორტო გამონაბოლქვის შემცირებაში დაეხმაროს.

ევროპის ქალაქებს, რომლებიც მდგრადობაზე არიან ორიენტირებული, მუდმივად უწევთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნების დამთხვევა – უზრუნველყონ როგორც ადამიანების, ისე ტვირთების ხელმისაწვდომობა. შედეგად, ტვირთის გადაზიდვები ხშირად ქრება ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტების სიიდან – ისინი უფრო მეტად მგზავრების მობილობის პრობლემების გადაჭრაზე კონცენტრირდებიან. პროექტი NEXTLOGIC  ურბანისტიკის ორივე მიმართულებას აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 8 ქალაქი – დუბლინი, ჰააგა (ნიდერლანდები), ორჰუსი (დანია), ვროცლავი (პოლონეთი), ჰაიდელბერგი და ფრანკფურტი (ორივე გერმანიაში), ბერგამო (იტალია), ასევე დიფერდანჟი (ლუქსემბურგი). ეს ქალაქები ევროკავშირის NetZeroCities პროგრამის მონაწილეები არიან და მათ უკვე აიღეს ვალდებულება მიაღწიონ კლიმატურ ნეიტრალიტეტს. ანუ, ამ ქალაქებში სათბური გაზების საერთო ოდენობა არ უნდა სცდებოდეს იმ რაოდენობას, რომელსაც ბუნება – მაგალითად, ხეები სრულად შთანთქავს.

პროექტის ავტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო მასში სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების ჩართვა, რათა დაედგინათ ის ურბანული თავისებურებები, რომლებიც კლიმატით, კულტურითა და ტრადიციებითაა განპირობებული.

მაგალითად, დანიის ქალაქი ორჰუსი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. 15-წუთიან პარადიგმაზე, როცა ქალაქის მცხოვრებლებს ყოველდღიური ძირითადი სერვისები სახლიდან 15 წუთის სავალ დისტანციაში, ფეხით ან ველოსიპედით სავალ მანძილზე აქვთ.

ტვირთის ტრანსპორტირებით გამოწვეული ზეწოლის შესამცირებლად ერთ-ერთი გადაწყვეტილება უნდა გახდეს ე.წ. ჭკვიანი დატვირთვა, როცა მძღოლს შეუძლია წინასწარ დაჯავშნოს ადგილი კონკრეტულ დროზე. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ საპარკინგე სივრცე დინამიკურად გამოიყენონ. მაგალითად, დილის 10-დან 12 საათამდე რამდენიმე საპარკინგე ადგილი შეიძლება მხოლოდ ტვირთის ჩამოცლისთვის იყოს დაჯავშნილი, შემდეგ კი – მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის.

პროექტი 2026 წლის იანვარში დაიწყება და  2029 წლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები