„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები აღდგომის დღესასწაულს, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. ამასთან, პირველ გიმნაზიასთან, ილიასა და აკაკის ძეგლის წინ სანთლებით ილიას ფრაზა – „ენა, მამული, სარწმუნოება, ერთობა“ დაწერეს.
ადგილზე საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები არიგებენ წითლად შეღებილ კვერცხებს, პასკებს და სანთლებს. მათ შორის იყო ნანუკა ჟორჟილიანი.
„Maxime Baqradze მადლობა, ეს დღე რომ შემომინახე ფოტოებზე♥️“, – წერს ტელეწამყვანი და ფოტოებს გვიზიარებს.
„როგორი დადებითი მუხტი და აურა აქვს ამ გოგოს! მადლობა ნანუკა, რომ ასე უდგახართ გვერდით ახალგაზრდებს!“
„რომ არა ნანუკას გვერდში დგომა ეს შედეგი არ იქნებოდა“
„ჩემმა 7 წლის გოგომ შეხედა ახლა ამ პოსტს და ეს ვინაა, ჟორჟოლიანიო? ასე რომ ჯენ-ალფაც გცნობთ“
„საოცარი გოგო“, – წერენ კომენტარებში.
Maxime Baqradze მადლობა, ეს დღე რომ შემომინახე ფოტოებზე♥️
Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 05 მაისი, 2024
უკვე რამდენიმე დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილ ჯგუფში სახელწოდებით „დაიტოვე“ რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოსულ ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს.
„მიდით ქაშვეთის უკან სკვერში. დაიძახეთ ნანუკა და გვიპოვით”- ნანუკა ჟორჟოლიანი
ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს, 30 აპრილს შეიქმნა.