კვლავაც „ბენიფერი“ და მათ ირგვლივ განვითარებული სიახლეები. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჯეი ლომ დახმარებისთვის ბენის ექს-მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მიმართა. ინსაიდერების ცნობით, ჯენიფერებს ეშინიათ, რომ ბენი კვლავ დეპრესიაში ჩავარდება ალკოჰოლის მოხმარებას დაიწყებს.
მათი ვარაუდები აშკარად მართლდება. ბენი პაპარაცებმა თავის ახლად ნაქირავებ სახლთან გადაიღეს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ გარნერის სახლის მახლობლად მდებარეობს. მსახიობი ჯერ მანქანაში, დასევდიანებული იჯდა, შემდეგ კი მან პიცა შეუკვეთა. მედიაში წერენ, რომ 51 წლის მსახიობი საზოგადოების ზეწოლისა და მეუღლესთან უთანხმოების გამო, დეპრესიის ზღვარზეა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ასე იქცეოდა აფლეკი მაშინ, როდესაც ის ანა დე არმასმა მიატოვა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/05/2024-05-24_09-29-46_628443.png)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/05/2024-05-24_09-29-53_941876.png)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/05/2024-05-24_09-30-00_112884.png)