LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს სპრინგსტინი მილიარდერი გახდა

203
image (1)

74 წლის ასაკში, ბრიუს სპრინგსტინი Forbes-ის მილიარდერთა სიაში შევიდა. ავტორიტეტულმა ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა საკულტო არტისტის ქონება 1.1 მილიარდ დოლარად შეაფასა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუსიკოსის თითქმის 60-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ეს ყველაზე მაღალი ნიშნულია.

საგულისხმოა, რომ 2021-ში, ამერიკელმა შემსრულებელმა თავისი ჩანაწერების ძირითად ნაწილზე უფლებები Sony-ის 500 მილიონ დოლარად მიჰყიდა. შეთანხმების თანახმად, ,,სონის” საკუთრებაში გადავიდა მისი 20 სტუდიური ალბომი. ,,ბილბორდის” მიხედვით, მხარეებს შორის დადებული შეთანხმება რეკორდული ღირებულებისაა, რითაც ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ მუსიკალურ კონტრაქტად ითვლება.

ამასთან, სპრინგსტინი, საკუთარ კატალოგზე საავტორო უფლებების გაყიდვით, ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებსა და ბენდს შეუერთდა, როგორებიც – ბობ დილანი, დევიდ ბოუი და Blondie არიან.

საინტერესოა ისიც, რომ ამჟამად, ბრუს სპრინგსტინი E Street Band-თან ერთად, რომლის დამფუძნებელი თავად გახლავთ, 2023 წლიდან ტურნეშია. იმ ფონზე, როცა Springsteen and E Street Band 2023 Tour 2025 წლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ვარაუდობენ, რომ საკონცერტო შოუებით მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები