23 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტის – „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონი დასრულდა.
ისევე როგორც გასულ სეზონებში, პროექტის მიმდინარე ეპიზოდშიც, მაყურებელმა და ჟიურიმ სხვადასხვა პერსონაჟს ამოფარებული კიდევ უამრავი ნიჭიერი შემსრულებელი აღმოაჩინა.
„ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა ირაკლი კავსაძე, რომელსაც ჩელოს ნიღაბი ჰქონდა მორგებული. მეორე ადგილის მფლობელი გახდა ირაკლი ნოზაძე -პანდას ნიღბით, მესამე ადგილი კი დაიკავა ნატალია ქუთათელაძემ, რომელსაც შანდლის კოსტიუმი ჰქონდა მორგებული.
ნატალია ქუთათელაძის გამოსვლას მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი მესამე ადგილის მფლობელი გახდა, მისი საფინალო წარმოდგენის ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.
„სასწაულად ნიჭიერი ნატალია, ძალიან დიდი სიამოვნებაა მისი მოსმენა“, „სასწაული იყო“, „ეს იყო საოცრება“, „ფანტასტიკაა“, „ბრწყინვალე შესრულებაა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს შეფასების ველში.