Ford-ის ამერიკული ქარხნის ტერიტორიიდან ათობით F-150 Raptor გაიტაცეს. მოპარული ავტომობილების საერთო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. ტელეარხი Fox-ის ინფორმაციით, კანონის დამცველებმა ცხელ კვალზე რამდენიმე მანქანის პოვნა შეძლეს და გამტაცებლებიც დააკავეს.
საქმე ისაა, რომ ბოროტმოქმედებმა საცავში შენახული პიკაპების ავზებში საწვავის რაოდენობა ვერ გათვალეს.
ქარხანაში ყველა პიკაპი თავისივე გასაღებით იყო შენახული. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ შეძლო რამდენიმე ბოროტმოქმედმა დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა.
პოლიციამ ერთ-ერთი გატაცებული -150 Raptor ქარხნიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტრასაზე იპოვა. აღმოჩნდა, რომ პიკაპში საწვავი გამოილია. დანარჩენი მანქანები სამართალდამცავებმა უახლოეს ავტოგასამართ სადგურზე აღმოაჩინეს. ოთხი გამტაცებელიც იქვე ნახეს.